ზინედინ ზიდანი: მაგრად არ გვითამაშია, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ლეგანესთან"  გამარჯვება ობიექტურად შეაფასა "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა:

"სერიოზული შეხვედრა გამოვიდა და ეს შედეგი ჩვენთვის კარგია. გაგვიჭირდა ჩვეულად თამაში, მაგრამ მეორე ტაიმში დავჯაბნეთ მეტოქე და გოლი გავიტანეთ.

საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, თუმცკი ფეხბურთელებმა, რომლებსაც ხშირად არ უწევთ ასპარეზობა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენ ეს მოგება გვჭირდებოდა, მოთმინება გვმართებს და წინ უნდა ვიაროთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული