პაულინიოს ტრავმა სერიოზული არაა და შეიძლება "ბეტისთან" ითამაშოს

AutoSharing Option
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველმა პაულინიომ "ესპანიოლთან" ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მარჯვენა ტერფის ტრავმა მიიღო და შეიძლება ერთი თვე გაცდენოდა.

ახლა კი კატალონიური "სპორტი" გვამცნობს, რომ ფეხი მოტეხილი არა აქვს და არაა გამორიცხული, 21 იანვარს ლა ლიგას მორიგ ტურში "ბეტისთან" შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული