კიკე ფლორესი: მესი საუკეთესოა, რონალდო ტოპ-ათეულშია

AutoSharing Option
"ესპანიოლის" მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" მატჩის წინ თავდამსხმელები ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა:

"მესი ისტორიაში საუკეთესოა. იშვიათად რომელიმე სპორტსმენის გამო დავჯდე და ტელევიზორს ვუყურო. მესი ერთ-ერთი მათგანია. ვუცქერ მის თამაშს, 15 წლის წინ რონალდოს ვუყურებდი, მაიკლ ჯორდანს, მარადონას. ჩემის აზრით, ისინი გამორჩეულები იყვნენ.

ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, მაგრამ უნდა ვთქვა, კრიშტიანო რონალდო ტოპ-ათეულშია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული