ზინედინ ზიდანი: ერთი თამაშის მოგება და ყველაფერი მალევე შეიცვლება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "ვილიარეალთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.

ფრანგი დამრიგებლის თქმით, როდესაც გუნდი მატჩებს ვერ იგებს, სასწრაფოდ ცვლილებებია საჭირო.

"მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით. თითქოს, ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა.

არ შემიძლია ჩემი ფეხბურთელები გავაკრიტიკო. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ ჩვენ ცუდი პერიოდი გვიდგას და არც ეს მარცხი დაგვიმსახურებია.

როდესაც საქმე კარგად მიდის, არაფერი უნდა შეცვალო, მაგრამ როდესაც ამჩნევ, რომ არასწორი გზით მიდიხარ, რაღაც შესაცვლელი გიხდება.

ერთი თამაშის მოგება და ყველაფერი შეიცვლება, მე ამის მჯერა", - განაცხადა
ზიდანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული