"ბარსელონამ" "ანოეტაზე" 2007 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ტრადიციულად უჭირს "ანოეტაზე" თამაში, უკანასკნელად ამ სტადიონზე პრიმერაზე "სოსიედადი" 2007 წლის 5 მაისს დაამარცხა და დღესაც ისეთი პირი უჩანდა საქმეს, თითქოს ლა ლიგას მე-19 ტურშიც ვერ მოიგებდა, რადგან 39-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, თუმცა შემდეგ კატალონიელები ინიციატივას დაეუფლნენ და 4:2 გაიმარჯვეს. დუბლი ლუის სუარესმა მიითვალა, თითო-თითო გოლი კი პაულინიომ და ლეო მესიმ გაიტანეს.

მესიმ ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატზე 366-ე გოლი გაიტანა, გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა.

"ბარსა" ამ სეზონში ტოპ-5 ჩემპიონატების ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, 19 მატჩიდან 16
მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

ბლაუგრანა უახლოეს მდევარს "ატლეტიკოს" კვლავ 9 ქულით უსწრებს, "რეალს" კი უკვე 19 ქულით გაექცა (ბლანკოსს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული