შაბათს გადაყენებული მიჩელის ნაცვლად "მალაგას" მწვრთნელად 51 წლის ხოსე გონსალესი დანიშნეს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, კონტრაქტის დეტალებზე კი მოგვიანებით მოილაპარაკებენ.
ხოსე ადრე "კადისში", "ალბასეტეში", "კორდობაში", "მურსიაში", "გრანადაში" და "ბეიცზინ გუოანში" მუშაობდა.