ლა ლიგა. XIX ტური: თითქოს ფორტუნასთან ერთად ბუნებამაც გადაწყვიტა დაეცინა "რეალისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-19 ტურში "რეალი" "ვილიარეალთან" დამარცხდა 0:1. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდთან "სანტიაგო ბერნაბეუზე", პრიმერაზე თამაში ბლანკოსს აქამდე არასოდეს არ წაუგია (15-ჯერ მოუგო და 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა) და 2009 წლის შემდეგ პირველად განიცადა ჩემპიონატზე საკუთარ მოედანზე ზედიზედ 2 მარცხი.

გასულ სეზონში "სამეფო გუნდი" ხშირად სძლევდა ისეთ მეტოქეებს, რომლებიც წაგებას არ იმსახურებდნენ. უმართლებდა კიდეც, თუმცა როგორც იტყვიან, უმართლებს უძლიერესს. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, "რეალი" ვეღარ ვარგობს და ფორტუნამაც ზურგი აქცია. ყოველ შემთხვევაში, "ვილიარეალთან" შეხვედრა - ეს ფატალური უიღბლობაა.

პირველ ტაიმში რონალდომ
ოთხი მომენტი გააცუდა, თითო-თითო მარსელომ და ბეილმა. "ყვითელი სუბმარინა" ოდენ მორცხვი კონტრშეტევებით პასუხობდა. მოკლედ, შესვენებაზე გუნდები ალოგიკური ანგარიშით - 0:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმი პირველის ალი-კვალი იყო. კროოსმა ვერ გამოიყენა შანსი, ორჯერ რონალდომ, მოდრიჩმაც და 87-ე წუთზე სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ბლანკოსის მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გამომეტყველება მადრიდის ამინდის შესაბამისი იყო - თითქოს ფორტუნასთან ერთად ბუნებამაც გადაწყვეტა დაეცინა მისთვის და მისი გუნდისთვის. აშკარაა, გასული სეზონის საუკეთესო გუნდს ფეხბურთის ღმერთებიც აღარ სწყალობენ და უფრო ალბათ, თავად ვერ ვარგობს. ეს უკვე კატასტროფაა, ამას უეჭველად რაღაც მოჰყვება.

რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, "ატლეტიკომ" გასვლაზე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა "ეიბარი", ხოლო "ვალენსიამ" ასევე სტუმრად "დეპორტივო (2:1). დღეს "ბარსელონა" სან სებასტიანში "სოსიედადს" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათ ფორტუნა კი არა კაშაი აკლიათ :)
გიორგი
01:51 14-01-2018
1
სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
32
21
8
3
39
71
33
20
8
5
44
68
33
20
5
8
26
65
32
16
4
12
0
52
33
14
6
13
-11
48
33
12
9
12
7
45
33
12
8
13
6
44
32
12
8
12
-5
44
33
12
7
14
-9
43
33
9
13
11
-3
40
33
11
7
15
-14
39
32
12
2
18
-16
38
33
8
12
13
-14
36
32
6
13
13
-20
31
33
6
9
18
-33
27
32
4
6
22
-30
17