"ბარსელონა" თასზე "სელტას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" დაუზავდა (1:1).

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ექსპერიმენტალური შემადგენლობა ათამაშა და ანგარიში მე-15 წუთზე "ვალიადოლიდიდან" გადაყვანილმა 22 წლის თავდამსხმელმა ხოსე არნაისმა გახსნა, ხოლო საპასუხო გოლი 31-ე წუთზე პიონე სისტომ გაიტანა.

ტრავმით გამოწვეული 3.5-თვიანი პაუზის შემდეგ ასულგრანაში პირველად ითამაშა ფორვარდმა უსმან დემბელემ, რომელმაც არნაისი 72-ე წუთზე შეცვალა.

განმეორებითი მატჩი 12 იანვარს "კამპ ნოუზე" ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული