კრიშტიანო რონალდო: 2017 წელი დაუჯერებელი აღმოჩნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ 2017 წელი შეაფსა.

"2017 წელის ბევრი ასპექტით დაუჯერებელი აღმოჩნდა. საუცხოო გრძნობით ვიხედები უკან და ვიხსენებ ყველაფერს, რასაც მივაღწიე.

ნიჭი მიბოძეს და დაუღალავად ვშრომობდი, რომ მისი რეალიზება ბოლომდე მომეხდინა, მაგრამ ამას ხალხთან ურთიერთობის გარეშე ვერ შევძლებდი, რომლებიც პროფესიონალურად მეხმარებოდნენ.

მინდა ეს მომენტი ჩემს ოჯახს მივუძღვნა, რომელიც მუდამ ახლოსაა - კარგ და უიღბლო მომენტებშიც. ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი, როცა მე ბავშვი ვიყავი, ჩემს მწვრთნელებს, თანაგუნდელებს კლუბსა და ნაკრებში.

განსაკუთრებით მადლობა ჩემს ფანებს
მხარდაჭერისთვის, რომლებიც მაძლევენ სტიმულ დაუღალავად ვიშრომო და მთელი ძალა შევალიო ბარიერების დაძლევაში", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული