ვალტერ მაცარის "სევილიაში" უხმობენ

AutoSharing Option
ესპანურის მედიის ინფორმაციით, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ვალტერ მაცარი, შესაძლოა, "სევილიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

"დალაქების" ხელმძღვანელობამ ყოფილი დამრიგებელი ედუარდო ბერიცო რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა და ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და სავარაუდოდ, ისინი შეთანხმებასაც მალე მიაღწევენ.

მაცარი ბოლოს ინგლისურ "უოტფორდს" ავარჯიშებდა, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი ისეთ ცნობილ გუნდებს ედგა სათავეში, როგორებიც "ნაპოლი" და "ინტერია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული