ისკო იმაზე, რომ შეცვლაზე შესვლა იუარა: გეყოთ ამ ნაგავის გამოქვეყნება

AutoSharing Option
Cadena SER-მა იუწყა, თითქოს მადრიდის "რეალის" მწვრთნელს ზინედინ ზიდანს "ბარსელონასთან" მატჩის მეორე ტაიმში ნახევარმცველის ისკოს შეცვლაზე შეშვება უნდოდა, ფეხბურთელმა კი მოთელვას თავი დაანება და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. იმ მომენტში ბენზემა უკვე შეცვლილი იყო ნაჩოთი და მოედანზე შესასვლელად ბეილი და ასენსიო ემზადებოდნენ.

ამასთან დაკავშირებით ისკომ კომენტარი თავის ტვიტერზე გააკეთა:"გეყოთ ამ ნაგავის გამოქვეყნება. ჩემი ორი პარტნიორი შეცვლაზე შესასვლელად ემზდებოდა. არ ვიცოდი თუ ოთხი ცვლილების განხორციელება შეიძლებოდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული