ვალვერდე: "რეალი" 14-ქულიანი ჩამორჩენის შემთხვევაშიც კი არ გამოეთიშება საჩემპიონო რბოლას

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგას მე-16 ტურში "დეპორტივოსთან" მომავალ მატჩზე და "რეალზე" ისაუბრა:

"სირთულეებს ყველა შეხვედრაში უნდა ელოდო. ყოველთვის ვერ მოიგებ. ხან ყველაფერი გამოგივა, მერე კი ორ დღეში ბურთი უბრალოდ არ შედის კარში. ხვალ ძალიან მობილიზებულნი უნდა ვიყოთ.

საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო "რეალი" ამ ტურის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს. თუმცა, "დეპორტივოც" რომ დავამარცხოთ და ბლანკოსიც, "სამეფო გუნდი" 14-ქულიანი ჩამორჩენის შემთხვევაშიც კი არ გამოეთიშება საჩემპიონო რბოლას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული