El Chiringuito-ს ჟურნალისტი: რონალდო პერესის ნეიმარზე ნათქვამმა გააცოფა

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა ედუ აგირემ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

"ასეთი ცუდი ურთიერთობა რონალდოს კლუბის ხელმძღვანელობასთან არასოდეს არ ქონია. ბლანკოსს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შეუთავაზებია, თავად კი რაიმენაირი წინადადების მოსმენაც კი არ უნდა და მოლაპარაკებებს არ გამართავს.

ეს "ოქროს ბურთის" გადაცემამდე დაიწყო და ახლაც გრძელდება. ის გააცოფა პერესის ნათქვამმა, რომ ნეიმარს "ოქროს ბურთის" მოგების მეტი შესაძლებლობა "სამეფო გუნდში" აქვს.

კრიშტი თვლის, რომ ამის სათქმელად საუკეთესო დრო არ იყო და ნეიზე მინიშნება თავის უპატივცემულობად აღიქვა. ფეხბურთელის იურისტები
კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის, 1 მილიარდი ევროს შემცირებას ითხოვენ, რადგან ამ ფასის გადამხდელი არავინ არაა.

როლანდოს მიზანი ივლისიდან ამ ფასის დაკლებაა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
"... ხელმძღვანელობასთან არასოდეს არ ქონია." - ხალხი არ ხართ?! სანამ სტატიას დადებთ, ხომ შეიძლება რომ გადახედოთ და წაიკითხოთ მაინც. ქონია არა ის კიდევ, ერბო და მარგარინი. სირცხვილია ეს ყველაფერი!!!
დათო
12:00 14-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული