ლუკას ერნანდესმა შეიძლება საფრანგეთის ნაცვლად ესპანეთის ნაკრებში ითამაშოს

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ მადრიდის "ატლეტიკოს" 21 წლის მცველი ლუკას ერნანდესი ესპანეთის პასპორტს აიღებს და მისი გამოძახება შეეძლება.

"მარკას" ცნობით, ლუკასს 3 მატჩი აქვს ჩატარებული საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, ამაოდ ელოდა გალთა ნაკრების თავკაცის დიდიე დეშამის მიწვევას და ფურია როხაში გადაწყვიტა თამაში, რათა მუნდიალზე მიიღოს მონაწილეობა.

მან უკვე შეიტანა განცხადება მოქალაქეობის გამოცვლაზე და ესპანეთის მთავრობა პროცესს დააჩქარებს. ლუკასი მარსელშია დაბადებული, თუმცა 11 წლიდან როხიბლანკოს აკადემიაში ვარჯიშობდა, მისი მამა ჟან-ფრანსუა ამავე გუნდის ღირსებას იცავდა, ძმა
თეო კი მადრიდის "რეალის" მცველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული