ზინედინ ზიდანი: ''სევილიასთან'' მატჩში ჩვენი საუკეთესო პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია

AutoSharing Option
მადრიდის ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ''სევილიასთან'' თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ''სამეფო გუნდის'' დამრიგებლის განცხადებით ეს მისი გუნდის საუკეთესო პირველი ტაიმი არ ყოფილა.

''ჩვენ პირველ ნახევარში 5 გოლი გავიტანეთ, თუმცა ეს ჩემი მწვრთნელობის დროს ჩატარებული საუკეთესო 45 წუთი არ ყოფილა. მაგალითად, ''სოსიედადთან'' და ''დორტმუნდთან'' უფრო კარგად გამოვიყურებოდით.

უბრალოდ, ჩვენ ყველა მომენტი გოლად ვაქციეთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძლიერი გუნდის კარი ხუთჯერ ავიღეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ კარგად ითამაშა'', - აღნიშნა ზიდანმა.


მომზადებულია football-espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული