ზინედინ ზიდანი: ტრანსფერები? ყველაფერი შეიძლება მოხდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას არ გამორიცხავს. ''სამეფო კლუბის'' დამრიგებელი ესპანურ მედიას ესაუბრა და განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის 30 დღეში ყველაფერია მოსალოდნელი.

"ტრანსფერები? რატომაც არა. სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაფერი ხდება. რაფაელ ვარანმა "დორტმუნდთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ჩვენ მისი ჩანაცვლება შეგვიძლია.

რაც შეეხება მეკარის პოზიციას, აქ ძალიან კარგი ვარიანტები მაქვს, კეილორ ნავასსა და კიკო კასილიას შორის. მე არჩევანს მათი სათამაშო ფორმის მიხედვით ვაკეთებ", – აღნიშნა ზიდანმა.

მომზადებულია FOOTBALL-ESPANA–ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული