ლუის სუარესმა ბარსელონას ცენტრში რესტორანი გახსნა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა არგენტინელ ძმებთან ლეოსთან და მარიანოსთან ერთად ქალაქის ცენტრში, რამბლა დე კატალონიაში ორსართულიანი სწრაფი კვების რესტორანი Chalito  გახსნა, სადაც მაგიდები ქუჩაშიც აქვთ გატანილი.

მენიუ მრავალფეროვანია: სტეიკი, სამხრეთამერიკული ფუნთუშა, ერბოკვერცხი, სალათები, პიცა, დესერტი, აგრეთვე დიეტური და ვეგეტარიანული კერძები. აქ კარგად დანაყრება ორ ადამიანს საშუალოდ, სადღაც 40 ფუნტი უჯდება.

ამავე ძმებთან ერთად სუარესს სანაპიროზე ბარიც აქვს გახსნილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული