ხორხე ვალდანოს აზრით, "რეალის" პრობლემა ზედმეტი ინდივიდუალიზმია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა თავისებურად ახსნა:

"ბლანკოსის ერთ-ერთი პრობლემა ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელთა თავგამოდებაა. ყველას უნდა თავი გამოიდოს და მატჩი მარტომ მოიგოს.

ერთ-ერთი მათგანი ისკოა. ის მოედნის ყოველ მონაკვეთზე იბრძვის, მაგრამ იღლება და შეხვედრის უკანასკნელი 20-25 წუთი თამაში უჭირს.

იგივეს ვიტყოდი რონალდოზე, ნებისმიერ სიტუაციაში გოლის გატანას ცდილობს. კარგად იასპარეზა "ბილბაოსთან", მაგრამ საერთოდ ვერ ამჩნევდა კარიმ ბენზემას.

რონალდო არ ეძებდა მოედანზე ბენზემას, ბენზემა კი - რონალდოს. მეორე ტაიმში ერთმანეთისთვის პასი არ მიუციათ. ეს გუნდს ვნებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული