"ბარსელონას" მსაჯმა ისევ მოპარა 2 ქულა, "რეალმა" კი საჩუქარი ვერ შეირგო [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-14 ტურში "ბარსელონამ" მოულოდნელად ვერ მოახერხა "ნოუ კამპზე" "სელტას" დამარცხება, რომელსაც სათავეში "ბარსაში" ნამუშევარი უნსუე უდგას და ჩინებულად იცის მისი პლუსები და მინუსები. მატჩი 2:2 დასრულდა, მსაჯმა მარინო მელერომ კი თამაშგარე მდგომარეობის მომიზეზებით პირველ ტაიმში ლუის სუარესს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა.

წინა ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრაში არბიტრმა იგნასიო იგლესიასმა ლეო მესის გოლი არ დააფიქსირა და ორ მატჩში ასულგრანას 4 ქულა მოპარეს. ამ მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო "ბარსას" მცველმა სამუელ უმტიტიმ, შეცვალეს, 8 კვირა გაუცდება და 23 დეკემბერს კლასიკოში მონაწილეობას
ვერ მიიღებს.


ბლაუგრანას ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა "რეალმა". ბლანკოსს ბილბაოში უგოლო ფრე "ატლეტიკმა" გაუგორა და თანაც, არიც ადურისისთვის იდაყვის ჩარტყმისათვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია "სამეფო გუნდის" მცველს სერხიო რამოსს. ის პრიმერაზე მეცხრამეტედ გააძევეს და ამ მაჩვენებლით ანტირეკორდსმენი გახდა.


"ატლეტიკომ" მადრიდში ანტუან გრიზმანის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოუგო "სოსიედადს" და "ბარსელონას" 6 ქულითღა ჩამორჩება. გრიზმანმა ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა და თქვა, რომ ბურთს ჯიუტად არ უნდოდა ბასკების კარში შესვლა, მაგრამ ფანების მხარდაჭერითა და თავიანთი ძალისხმევით მაინც მიაღწიეს საწადელს.


მეორეადგილოსანი "ვალენსია" დღეს "ხეტაფეს" სტუმრობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დარჩა ბარსელონა დაცვის ცენტრში ვერმაელენის იმედად,ძალიან გაუჭირდება.ამას კატალონიელების ჩუმი დევნაც დავამატოთ ესპანელი მსაჯების მხრიდან და შეიძლება ბარსამ ლიდერობაც დაკარგოს.ყოველ შემთხვევაში ოთხი მოპარული ქულა,უკვე სახეზეა.
სოსო
11:02 03-12-2017
1
ესე გაგრძელდება სანამ მადრიდის რომელიმე გუნდი არ დაეწევა კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ მადრიდი ყველაფერს იკადრებს ბარსელონას ჩასაძირად
1

სიახლეები პოპულარული