სერხიო რამოსმა ნიღაბი აჩვენა, რომლითაც "მალაგასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველს სერხიო რამოსს ლა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" მატჩისას მიღებული ცხვირის ტრავმის შემდეგ ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდა, ჩემპიონთა ლიგაზე "აპოელთან" შეხვედრა გამოტოვა, პრიმერას მორიგ ტურში კი "მალაგასთან" სახის დამცავი ნიღბით ითამაშებს.

მარჯვენა თვალთან ნიღაბს აწერია:"იმუშავე თავდაუზოგავად, იოცნებე მეტზე".

რამოსმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ეს სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო:"ახალ მოდას ვაყალიბებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული