რონალდოს თანაგუნდელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პეპე "ბეშიქთაშში" ეპატიჟება

AutoSharing Option
Diario Gol-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო უკმაყოფილოა ამ სეზონში ლა ლიგაზე გუნდის თამაშით, თვლის, რომ რადგან "ბარსელონამ" 10 ქულით გაასწრო, ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებენ და ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირებაა საჭირო.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, 32 წლის რონალდო, რომელმაც ამ სეზონში პრიმერას 8 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, წარუმეტებლობაში ახალგაზრდებს ისკოს, მარკო ასენსიოს და დანი სებალოსს ადანაშაულებს და მათთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ამ დროს თანამემამულე მცველი პეპე კრიშტიანოს "ბეშიქთაშში" ეპატიჟება:"თუ ამის შესაძლებლობა იქნა, მოხარული ვიქნები რონალდო ჩემს გუნდში ვიხილო. ის ჩემი მეგობარი
და ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ადამიანია. ხალხი არ იცნობს ნამდვილ კრიშტის, რომელიც კარგი ბიჭი და მზრუნველი მამაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული