"ბარსელონა" ანტუან გრიზმანს ყოველწლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონს დაპირდა

AutoSharing Option
როგორც კი ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდებოდა.

Le10Sport-ი ირწმუნება, რომ "ბარსა" ფორვარდს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - ხუთსეზონიან ხელშეკრულებას და ყოველწლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს დაპირდა.

"ატლეტიკო" კი ტრანსფერში სავარაუდოდ 200 მილიონს მიიღებს.