პერესი ნეიმარის შესაძენად 450 მილიონს გადადებს

AutoSharing Option
"მარკა" ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენა და ამისათვის ყველაფერს იღონებს.

სახელდობრ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნა, ზამთარში ფეხბურთელებს არ დაიმატებს, ფორვარდს გარეთ ბეილს "მანჩესტერ იუნაიტედს" 110 მილიონ ევროდ მიყიდის და მთელი მობილიზებული თანხით ნეის შეიძენს.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, ამ ტრანსფერისათვის პერესი 450 მილიონი ევროს მობილიზებას გეგმავს. აქედან 200 მილიონი ტრანსფერს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელის ხელფასისთვის გადაიდება.

და თუ ეს განახორციელა, ლუიშ ფიგუს ამბავი მონაგონი იქნება.