ჟორდი ალბა ნეიმარის პსჟ-ში გადასვლამ გაახარა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟორდი ალბამ "მუნდო დეპორტივოს" გაუმხილა, რომ ნეიმარის წასვლამ მის თამაშზე დადებითად იმოქმედა:

"ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია. წავიდა თავისი გრძნობების, აზრების და რაღაც გარემოებების გამო. ჩვენს გუნდში მრავალ მოთამაშეს შეუძლია საკუთარი სამუშაოს შესრულება. მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

ახლა შეტევისას წინ მეტი სივრცე მაქვს. მართალი გითხრათ, ასე უფრო მომწონს. თვითრწმენა დავიბრუნე. უკეთ ვასპარეზობ, როცა ფლანგზე თავისუფლად მოქმედების საშუალება მაქვს. თამაშით სიამოვნებას ვიღებ. მოედანზე ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული