სერხიო ბუსკეტსი: ვიცით, იდეალურად არ ვთამაშობთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა "მარკას" განუცხადა, რომ ნეიმარის წასვლამ მათ სათამაშო სტილზე იმოქმედა:

"ახლა შესანიშნავად ნამდვილად არ ვასპარეზობთ, მაგრამ შედეგი კარგი გვაქვს. გვიჭირს გოლების გატანა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და თამაშის სტილის შეცვლა მოგვიწია. მთავარია, მოედანზე კომპაქტურად ვითამაშოთ - სწორედ ასე შენდება გამარჯვებული გუნდი.

რაც შეეხება "რეალთან" მოპოვებულ 8-ქულიან ფორას, რაც მეტით გავექცევით - მით უკეთესი. ამასთან, ჯერ თავს ჩემპიონებად არ ვთვლით. ასევე გვმართებს გამარჯვებების გაგრძელება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული