AS - გრიზმანის თამაშზე ხელფასის მომატებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა

AutoSharing Option
ერთობ კმაყოფილნი გახლდნენ მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელები გასულ სეზონში ფრანგი თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის თამაშით, რომელმაც ლა ლიგაზე 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა და ზაფხულში გასამრჯელო მნიშვნელოვნად მოუმატეს.

გასაკვირია, მაგრამ ამან უარყოფითი შედეგი გამოიღო, ფორვარდმა ამ სეზონში 9 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

"დიარიო სპორტი" ირწმუნება, ანტუანის სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა და მის ტრანსფერს გამოისყიდისო. კატალონიელებს ეს სიამოვნება ზამთარში 200 მილიონი ევრო
დაუჯდებათ, ზაფხულში კი ორჯერ ნაკლები.

შეგახსენებთ, ნაახალწლევს როხიბლანკოში თამაშს ნახევარმცველი ვიტოლო და თავდამსხმელი დიეგო კოშტა დაიწყებენ, ფორვარდი ფერნანდო ტორესი კი გუნდიდან აბარგებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული