კრიშტიანო რონალდო თანაგუნდელებს დაენაძლევა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო თანაგუნდელებს დაენაძლევა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მომბარდირი გახდება.

პორტუგალიელმა დადო ფსონი, რომ "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის გაუსწრებს.

რონალდომ პირობა დადო, რომ მოგებულ ფულს ქველმოქმედებას მოახმარს.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს მიმდინარე ლა ლიგაში, 7 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი, ხოლო მესის 11 შეხვედრაში - 12 გოლი.