ზინედინ ზიდანი: კატალონიაში მივემგზავრებით

AutoSharing Option
ვარაუდობდნენ, რომ კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო, ლა ლიგას მორიგი ტურის მატჩი "ჟირონასა" და მადრიდის "რეალს" შორის არ შედგებოდა, თუმცა ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ სათამაშოდ მიემგზავრებიან:

"ფედერაცია არ შეგვხმიანებია, ყველაფერი ნორმალურად იქნება, დღეს გავემგზავრებით. მხოლოდ მატჩი მაინტერესებს. ვიცი, დიდი ხმაურია ატეხილი, მაგრამ არ მინდა ამ ამბავში გავერიო.

რაც შეეხება კიკო კასილიას, რომელიც კატალონიაშია დაბადებული, მშვიდადაა.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს შეხვედრა, პრობლემა არაა, ასეთ მჭიდრო კალენდარს მიჩვეულები ვართ. ნავასი და ბეილი ტრავმებს ირჩენენ და შესაძლოა რომელიმე მათგანი ლონდონში წავიყვანო.
ისე, ჯერ ძირითად შემადგენლობასთან ერთად არ უვარჯიშიათ".

"მარკას" ცნობით, იმისათვის, რათა კატალონიელები არ გააღიზიანონ და ექსცესებს თავი აარიდონ, "სამეფო გუნდის" ავტობუსს კლუბის ლოგოები არ ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული