ლა ლიგა. IX ტური: "ღამურებმა" ფრენა ისწავლეს, გრანდებმა აუტსაიდერები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" აგრძელებს ლიდერობას, "რეალი" 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათ შორის დამკვიდრდა "ვალენსია" - სეზონის სენსაცია...

"ბარსელონა" დღეისათვის ლიგის უსუსტეს გუნდს ხვდებოდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მოუგო. ამით კატალონიელებმა შარშანდელისთვის იძიეს შური - "მალაგა" შარშან ერთადერთი იყო, რომელმაც არ წააგო "ბარსასთან" დაპირისპირებებში (ფრე და მოგება).

ჟერარდ დეულოფეუმ ითამაშა "ბარსაში", შემდეგ ინგლისი და იტალია მოიარა და დაბრუნდა, ახლა კი, როგორც იქნა, პირველი გოლიც გაიტანა. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ლუკა დინს ჩაწოდებამდე ბურთი ხაზს იქით გაექცა. მეორე გოლი
მესი-ინიესტას შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა - 2:0.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "პირველ ტაიმში სათამაშო რიტმი გვაკლდა. არ ვიცი, რომლის ბრალია - მენტალური გადაღლილობის თუ ფიზიკურის. ფაქტი კი ისაა, რომ ჩვენ კვირაზე ცოტა მეტ დროში სამი თამაში ვითამაშეთ. კიდევ კარგი, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ლიდერობა განვიმტკიცეთ.

სუარესის აცილება? ეს საერთოდ არ მანაღვლებს. ფორვარდისთვის მთავარია, გოლის გატანის შანსები გაუჩნდეს. ლუისის აქტიურობა და აგრესია საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიტანს შედეგს. ის ჩვენთვის შეუფასებელია და მასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ".

ფაქტები
  • "მალაგა" ლა ლიგის ერთადერთი კლუბია, რომლისთვისაც ლუის სუარესს (ბარსელონა) არ გაუტანია - 11 დარტყმა 5 თამაშში.
  • ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ლა ლიგაში 500 გოლში მიიღო მონაწილეობა (391 თამაშში) - 360 გოლი, 140 საგოლე პასი.
  • ჟერარდ დეულოფეუმ "ბარსას" შემადგენლობაში მე-16 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) პირველი გოლი გაიტანა.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 16 საშინაო მატჩი მოიგო.

"ვალენსიას" წარმატება უკვე აღარ არის შემთხვევითობა, ისევე, როგორც აღარც "სევილიას" კრიზისია შემთხვევითი. 4:0 ტურის ცენტრალურ მატჩში და "ღამურები" მყარად დამკვიდრდნენ მეორეზე. სიმონე ძაძას ყველაფერი გააქვს, რასაც კარში უშვებს, გონსალო გედეში, უბრალოდ, ჯადოსნურია. მარსელინოს გუნდი ერთიან მექანიზმად აეწყო.

"ატლეტიკომ" ვიგოში კევინ გამეიროს სეზონში პირველი გოლით მოუგო "სელტას". არადა, ეს თამაში "ბალაიდოსის" დაზიანების გამო არც უნდა ჩატარებულიყო. "სელტას" ხელმძღვანელობა უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლეოდა. ბოლოს საკითხი ასე გადაწყდა - ის ტრიბუნა, რომელიც დაზიანებულია, გულშემატკივრებისთვის დაიხურა.

"რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:0 მოუგო "ეიბარს". გოლის გატანა ვერ შეძლო კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც დღეს ფიფა, ალბათ, წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებს.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "რეალმა" დღეს დაცვაში კარგად ითამაშა. დიახ, იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ბურთით უკეთ უნდა გვეთამაშა. ყოველთვის იდეალურად ვერ ითამაშებ. ბენზემას სათადარიგოებში გამწესება თავიდანვე დავგეგმე".

სხვა ფაქტები
  • "სევილიამ" სტუმრად ბოლო 4 მატჩი (ყველა შეჯიბრებაში) წააგო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა.
  • სიმონე ძაძამ (ვალენსია) ბოლო შვიდი ზუსტი დარტყმით 7 გოლი გაიტანა!
  • გონსალო გედეშს (ვალენსია) ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის - 6.
  • "ბეტისმა" 8 გოლი გაიტანა უკვე თავური დარტყმით. ამ მაჩვენებლით სევილიური გუნდი ტოპ-5 ლიგაში პირველ ადგილზეა.
  • ტონი სანაბრია "ბეტისის" პირველი ფეხბურთელია 2008 წლის შემდეგ, ვინც ზედიზედ 5 ტურში მოახერხა გოლის გატანა.
  • "ლევანტეს" ბოლო 5 გოლიდან ოთხში ხოსე ლუის მორალესი მონაწილეობდა.
  • საგოლე პასებში ანდრეს გუარდადო (ბეტისი, 6) და გონსალო გედეში (ვალენსია, 5) ლიდერობენ ლა ლიგაში.
  • კრიშტიანო რონალდო მეტოქის საჯარიმოში 5-ჯერ შეეხო ბურთს და ხუთჯერვე კარში დაარტყა.
  • ქარიმ ბენზემას ლა ლიგაში უკვე 59-ე საგოლე პასი დაუგროვდა. ის მხოლოდ ლიონელ მესის (113) და კრიშტიანო რონალდოს (83) ჩამორჩება.
  • 2017 წელს ნახევარმცველთა შორის ლა ლიგაში გოლებითაც (10) და საგოლე პასებითაც (8) ისკო ალარკონი (რეალი) ლიდერობს.
  • მარკო ასენსიომ (რეალი) "ეიბარს" 4 გოლი 5 მატჩში გაუტანა.
  • "ლეგანესს" 487 წუთია, გოლი არ გაუშვია, რაც ამჟამად ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერიაა ტოპ-5 ლიგაში.
  • კლაუდიო ბოვიუმ "ლეგანესის" მაისურით 2 გოლი 7 მატჩში გაიტანა, მაშინ, როცა გასულ სეზონში 2 გოლი "სელტას" მაისურით მან 23 შეხვედრაში გაიტანა.
  • დიეგო სიმეონეს მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი თამაში ვიგოს "ბალაიდოსზე" აქვს მოგებული - 5.
  • კევინ გამეიროს გოლი პირველია "ატლეტიკოსთვის" კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ამ სეზონში.
  • "ვილიარეალმა" ხავიერ კალიეხას ხელმძღვანელობით სამივე მატჩი მოიგო.
  • სედრიკ ბაკამბუმ "ვილიარეალის" გოლების 57% გაიტანა. ეს ლა ლიგაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

ლა ლიგა. IX ტური
ლევანტე-ხეტაფე 1:1
გოლები: 0:1 ფახრი (59), 1:1 მორალესი (62)

ბეტისი-ალავესი 2:0
გოლები: 1:0 სანაბრია (13), 2:0 ალექსისი (75 ს.კ.)

ვალენსია-სევილია 4:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 გედეში (43), 2:0 ძაძა (51), 3:0 მინა (85), 4:0 გედეში (92)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, მურილიო, გაია - სოლერი (90. ლატორე), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (82. ა. პერეირა), ძაძა (70. მინა)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მერკადო, კიაერი, ლონგლე (30. კორშია), ესკუდერო - ბანეგა, პისარო (76. კრონ-დელი) - ხესუს ნავასი, ფ. ვასკესი, ნოლიტო (68. სარაბია) - მურიელი

ბარსელონა-მალაგა 2:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 დეულოფეუ (2), 2:0 ინიესტა (56)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (76. პაულინიო), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი (83. პ. ალკასერი), დეულოფეუ (72. სემედუ)

ვილიარეალი-ლას პალმასი 4:0
გოლები: 1:0 ბაკამბუ (48), 2:0 მარიო გასპარი (65), 3:0 ჩ. ნავარო (67), 4:0 სანსონე (93)

სელტა-ატლეტიკო 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 გამეირო (28)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, თომასი, გაბი (66. ხ. ხიმენესი), ა. კორეა (88. ფილიპე ლუიში) - გამეირო (61. გაიტანი), გრიზმანი

ლეგანესი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 ბოვიუ (54)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ნუნიესი, ლაპორტი, საბორიტი (84. ბენიატი) - სან ხოსე, ვესგა (46. იტურასპე) - ვილიამსი, რაულ გარსია (69. სუსაეტა), კორდობა - ადურისი

რეალი-ეიბარი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ოლივეირა (18 ს.კ.), 2:0 ასენსიო (28), 3:0 მარსელო (82)
რეალი (4-3-1-2): კასილია - ნაჩო, ვარანი, ს. რამოსი, ტ. ერნანდესი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (71. მარსელო) - ისკო (71. ლ. ვასკესი) - ასენსიო (64. ბენზემა), რონალდო

ორშაბათი, 23 ოქტომბერი
სოსიედადი-ესპანიოლი 22:00
დეპორტივო-ჟირონა 23:00

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 6 - ანტონი სანაბრია (ბეტისი).

მომდევნო ტური
28 ოქტომბერი: ალავესი-ვალენსია, სევილია-ლეგანესი, ატლეტიკო-ვილიარეალი, ბილბაო-ბარსელონა;

29 ოქტომბერი: ხეტაფე-რეალ სოსიედადი, ჟირონა-რეალი, ეიბარი-ლევანტე, მალაგა-სელტა;
30 ოქტომბერი: ესპანიოლი-ბეტისი, ლას პალმასი-დეპორტივო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული