ჩასათვლელი იყო თუ არა დეულოფეუს გოლი?

AutoSharing Option
პრიმერას მე-9 ტურში "ბარსელონამ" სახლში "მალაგა" დაამარცხა (2:0). ამ შეხვედრაში პირველი გოლი ჟერარ დეულოფეუმ მე-2 წუთზე გაიტანა, თუმცა ბევრმა მიიჩნია, რომ იქამდე ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა.

თავად დეულოფეუმ თქვა, რომ არ შეუმჩნევია თუ ბურთი ხაზს იქით გადავიდა, ამიტომ არ შეჩერებულა და მეტოქის კარი წესების დარღვევის გარეშე დალაშქრა. ეს მისი პირველი გოლია "ბარსას" შემადგენლობაში.

აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი ასულგრანას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:"სათადარიგოთა სკამიდან კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ანდალუსიელი ფეხბურთელების პროტესტიდან გამომდინარე, ჩემის აზრით, გოლი ძალიან საეჭვო იყო".


"მალაგას" თავკაცმა მიჩელმა კი
შემდეგი განაცხადა:"იმდენად სერიოზული შეცდომა დაუშვა არბიტრმა, რომ კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს. მსაჯის სამუშაო რთულია, ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ-ხოლმე, მაგრამ რეფერის შეცდომა ძვირად გვიჯდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული