ლა ლი­გა. IX ტური: "ვალენსიამ" "სევილია" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
21 ოქტომბერს, ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დე­რმა "ბარ­სე­ლო­ნამ" აუტ­სა­ი­დერ "მა­ლა­გას" უმას­პინ­ძ­ლა და მარტივად დაამარცხა. მატჩის დასაწყისშივე მე-2 წუთზე დეულოფეომ დინიეს პასით ბარსელონა დააწინაურა. მე-2 გოლი კი ინიესტამ მესის პასით 58-ე წუთზე გაიტანა.

"ვა­ლენ­სიას" მე­ო­რე ად­გი­ლი ამ ეტა­პის­თ­ვის მარ­თ­ლაც სენ­სა­ცი­უ­რია, "ვა­ლენ­სი­ამ" წი­ნა ტურ­ში სტუმ­რად 6 გო­ლი გა­ი­ტა­ნა, თა­ნაც, არ­ც­თუ სუს­ტი "ბე­ტი­სის" კარ­ში. ახ­ლა კი 4 ბურთი გაუტანა "სევილიას" და აგრძელებენ საოცარი მოგებების სერიას.

"ვა­ლენ­სი­ას" ბო­ლოდ­რო­ინ­დელ წა­რ­მა­ტე­ბას ორი სა­ხე­ლი აქვს - სი­მო­ნე ძა­ძა და მარ­სე­ლი­ნო გარ­სია ტო­რა­ლი. იტა­ლი­ე­ლი
ფორ­ვარ­დმა ამ მატჩშიც გაიტანა გოლი და 8 გოლით მე-2 ადგილზეა ბომბარდირთა დავაში. მატჩის გმირი კი, გონსალო გუედეშია რომელმაც დუბლი შეასრულა.

"ლევანტე" – "ხეტაფე" 1:1: 0:1 ფაჟრი (59), 1:1 მორალესი (62)

"ბეტისი" – "ალავესი" 2:0: 1:0 სანაბრია (13), 2:0 ალექსისი (75 ს.კ.)

"ბარსელონა" – "მალაგა" 2:0: (იხილეთ ვიდეო) 1:0 დეულოფეუ (2), 2:0 ინიესტა (56)

"ვალენსია" – "სევილია" 4:0: (იხილეთ ვიდეო) 1:0, 4:0 გუედეში (43; 92), 2:0 ძაძა (51), 3:0 მინა (85)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული