ვალვერდე: სუარესი ჩვენთვის ძვირფასი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-9 ტურში "ბარსელონამ" "მალაგა" 2:0-ზე დაამარცხა, კატალონიელთა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კი თამაში ასე გაარჩია:

"პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ. არ ვიცი, ფეხბურთელები მენტალურად დაიღალნენ თუ ფიზიკურად. ჩვენ ხომ ერთ კვირაში სამი შეხვედრა გავმართეთ. საბედნიეროდ, ნაანტრაქტევს უკეთ ვიასპარეზეთ და გავიმარჯვეთ.

სუარესის გამოუყენებელი მომენტი არ მაღელვებს, რადგან თავდამსხმელმა პირველ რიგში მომენტი უნდა შექმნას. მან შესანიშნავად იასპარეზა "ატლეტიკოსთან" და "ოლიმპიაკოსთანაც" შეეძლო გოლის გატანა. მისი აგრესიულობა და ამბიციურობა კი შედეგს მოიტანს. სუარესი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ფეხბურთელია. მასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არა მაქვს".

ცნობისათვის, "მალაგა" პრიმერას ერთადერთი გუნდია, რომელსაც სუარესმა გოლი ვერ გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
11
7
2
2
13
23
11
6
1
4
1
19
11
5
3
3
2
18
12
4
4
4
-3
16
11
4
2
5
5
14
11
2
7
2
1
13
11
2
6
3
-3
12
11
3
2
6
-4
11
11
2
2
7
-19
8
11
2
0
9
-11
6
11
1
1
8
-17
4