მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონაში“ უსაზღვროდ ბედნიერია

AutoSharing Option
გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ "ბარსაში“ თავს დიდებულად გრძნობს და ნავთსაყუდელის გამოცვლას არ გეგმავს:

"3 წელია რაც აქ ვარ, თავს ბევრი რამ გადამხდა. გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და მინდა კარიერა ასულგრანაში გავაგრძელო. სწორედ ამას ვესწრაფვი. ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს“.

ტერ შტეგენს ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე "ბარსელონას“ ღირსება 12 მატჩში დაიცვა.

ბუნდესგუნდის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თქვა, რომ მანუელ ნოიერის არყოფნაში ნაკრების ნომერ პირველი კიპერი მარკ-ანდრეა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული