ვალდანომ ასენსიო მესის შეადარა

AutoSharing Option
მარდიდის "რეალის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ხორხე ვალდანოს ძალიან მოსწონს ბლანკოსის ნახევარმცველის მარკო ასენსიოს თამაში. აი, რა განუცხადა მან Onda Cero-ს:

"ასენსიო ნებისმიერ პოზიციაზე ბრწყინავს. ხანდახან არგენტინის ნაკრებში მოასპარეზე „ბარსელონას“ თავდამსხმელს ლეო მესის მაგონებს. როდესაც მარკო ბურთს იღებს, ყოველთვის რაღაც ხდება. თუმცა, ხანდახან თანაგუნდელები პასს არ აწვდიან და მოედანზე იკარგება“.

მარკომ ამ სეზონში ლა ლიგის 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული