"ბარსელონას" "ჩელსის" მცველი უნდა

AutoSharing Option
კატალონიურ კლუბს ხორდი ალბას ჩანაცვლება უნდა და საუკეთესო ვარიანტად "ჩელსის" მცველ მარკოს ალონსოს განიხილავს.

26 წლის ფეხბურთელი, 18 თვეა თამაშობს "სტემფორდ ბრიჯზე" და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ჩამოყალიბდა. 

ალონსო ანტონიო კონტემ "ფიორენტინასგან" 28 მილიონ ფუნდ სტერლინგად შეიძინა და იმის მიუხედავად, რომ თავიდან კლუბში თავის დამკვიდრება გაუჭირდა, დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა.

მარკოს ალონსოს უკვე უთამაშია ესპანეთში, ის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული