ჟერარდ პიკემ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ლუიშ ფიგუს ჟესტი გაიმეორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის მატჩს სტვენის გარეშე არ ჩაუვლია.

სტვენის მთავარი ობიექტი კი, ცნობილი ამბებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, "ბლაუგრანას" მცველი ჟერარდ პიკე იყო.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" მატჩის დაწყებამდე გუნდების ვარჯიშის დროს პიკეს თითქმის ყოველ მოქმედებას გამაყრუებელი სტვენა მოსდევდა.

ხოლო, როცა პიკე მოედანზე გავიდა, "ატლეტიკოს" ფანებმა სამხრეთ ტრიბუნაზე ესპანეთის დროშები ააფრიალეს.

პიკე, როგორც "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი, კატალონიის დროშის ფერებიან მაისურებში ვარჯიშობდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოედნის დატოვებისას პიკემ ლუიშ ფიგუს ჟესტი გაიმეორა, რომელიც მაშინ "რეალში" გადასვლის შემდეგ "კამპ ნოუზე" წარდგა.

Sportall.Ge

მართალია,
მაშინ ფიგუს უფრო მეტი ხვდა წილად, ვიდრე პიკეს "ატლეტიკოს" ფანებისგან. იმ დროს ფიგუს მოედანზე გოლფის ბურთებს, ბოთლებს, ბილიარდის ბურთებს ესროდნენ და ღორის თავიც კი უწილადეს.

"არც ერთი სპორტსმენი ისტორიაში არ ყოფილა ასეთი სიძულვილის ატმოსფეროში", - თქვა მაშინ ფიგუმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დააშავა ამისთანა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული