ზიდანი: ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად იბრძვის

AutoSharing Option
პრიმერას მე-8 ტურში მადრიდის "რეალმა" 85-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს მიერ გატანილი გოლით გასვლაზე დაამარცხა "ხეტაფე". ნამატჩევს ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელმაც თავის გუნდს მეასე შეხვედრაში უხელმძღვანელა, მოკლე კომენტარი გააკეთა:"

"კარგად ვიასპარეზეთ, თუმცა იდეალურად არ გავრჯილვართ. გაშვებული გოლის შემდეგ ცოტა მოვეშვით, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ისკომ თამაში დაალაგა. ჩემპიონატზე ბენზემამ და რონალდომ პირველი გოლები გაიტანეს, რაც მახარებს.

კინაღამ ქულები დავკარგეთ. ეს ნორმალურია, რადგან ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად იბრძვის. მთავარია, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული