ვერმაელენი: "ბარსელონამ" არ გამიშვა და დუბლებშიც ვერ ვთამაშობ

AutoSharing Option
31 წლის ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი ამბობს, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა:

"ზაფხულში არ გამიშვეს, იძულებული გავხდი დავრჩენილიყავი და ახლა დუბლებშიც ვერ ვთამაშობ. მძიმე სიტუაციაში ვარ. ნაკრებში მათამაშებენ და კარგი იქნება თუ "ბარსას" პირველ გუნდში დამაბრუნებენ.

ასულგრანას მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ველაპარაკე და იცის, რომ კარგად ვარჯიშობ. გუნდს 4-5 ცენტრალური მცველი ჭირდება, რადგან ზოგი ტრავმირებული იქნება, ზოგი დისკვალიფიცირებული და შანსს დაველოდები. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული