"რეალი" კეინში 200 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის "რეალი" ზაფხულში "ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის შეძენას აპირებს, - ირწმუნება გამოცემა Don Balon-ი. მადრიდელები მზად არიან, ინგლისელ ფორვარდში 200 მილიონი ევრო გადაიხადონ.

კეინის შესაძენი თანხის მიღებას "რეალი" გარეთ ბეილის ან ქარიმ ბენზემას გაყიდვის ხარჯზე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჰარი კეინი 29 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, წელს კი, შვიდი ტურის შემდეგ, მეორე ადგილს იყოფს ექვსი გატანილი გოლით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული