ჟერარდ პიკე ესპანეთის ნაკრებში გამოცხადდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ, გუშინ რეფერენდუმზე კატალონიის დამოუკიდებლობას მიცა ხმა და რეგიონის მოსახლეობასაც იგივეს გაკეთება მოუწოდა.

მან განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ხუნტაა, თუმცა შემდეგ ამის გამო ბოდიში მოიხადა. მან ისიც თქვა, რომ თუ მისი ეროვნულ გუნდში თამაში არ აწყობთ, შეუძლია სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

დღეს პიკე ფურია როხას შეკრებაზე მადრიდში ჩავიდა და as-ის ჟურნალისტს უთხრა, გუშინ ის ვთქვი, რაც უნდა მეთქვაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული