ზიდანი: ვწუხვარ, რომ სანაკრებო მატჩების გამო ფეხბურთელები ვერ დაისვენებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგას მე-7 ტურში ბარსელონას "ესპანიოლთან" 2:0-ზე მოგებული მატჩი გაარჩია:

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრის მოგება და 3 ქულის აღება. თამაში კარგად დავიწყეთ, მეორე ტაიმში კი ბიჭები დაიღალნენ. ეს გადატვირთული კალენდრის ბრალია. ახლა ნაკრებებში მიდიან და ვერ დაისვენებენ, რაც მაღელვებს.

"ესპანიოლისთანა" დაცვითი სტილის გუნდებთან ასპარეზობა ძნელია. უფრო სხვანაირად მოთამაშე გუნდებთან, განსაკუთრებით სტუმრად, ნაკლები პრობლემები გვაქვს. მაგალითად, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სოსიედადს" სამ-სამი გოლი გავუტანეთ.

რთული ჩემპიონატი გვაქვს. არასწორია მოსაზრება, თითქოს ოქროს მედლებისთვის 2-3 გუნდი იბრძვის. სხვებიც
გაძლიერდნენ დ კონკურენციის გაწევა შეუძლიათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული