ბერნდ შუსტერმა "ბარსელონა" ერთი ნახვით შეიყვარა

AutoSharing Option
გერმანელმა ნახევარმცველმა ბერნდ შუსტერმა გაიხსენა თუ რა გრძნობა დაეუფლა, როდესაც 1980 წელს "კიოლნიდან" "ბარსელონაში" გადავიდა:

"მაშინვე მივხვდი, რომ "ბარსა" მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო კლუბი. ასეთი რამ სამშობლოში არასოდეს არ მინახავს. იქ ყველაფერი საოცარი გახლდათ. მეგობრებს ხშირად ვეუბნები, იმისათვის რათა გაიგოთ რა არის ასულგრანა, მის რიგებში უნდა იასპარეზოთ, სხვანაირად ვერ მიხვდებით - მეთქი.

არასოდეს არ დავივიწყებ იქ გატარებულ წლებს. ეს ერთი ნახვით შეყვარებას გავდა".

შუსტერმა ბლაუგრანაში 8 სეზონში 170 მატჩში 63 გოლი გაიტანა და შემდეგ მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული