ლა ლიგა. VI ტური: "რეალთან" 7 ქულა ცოტააო... [VIDEO]

AutoSharing Option
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სატრანსფერო სეზონში ხელმოცარული "ბარსელონა" სეზონს საუკეთესოდ დაიწყებდა - 6-დან 6 გამარჯვება - ასეთია ერნესტო ვალვერდეს გუნდის მიღწევა და "ბარსა" "რეალს" 7 ქულით უსწრებს.

ატლეტიკო-სევილია
"ატლეტიკომ" "ვანდაზე" "სევილია" დაამარცხა და მის ნაცვლად გადავიდა მე-2 ადგილზე. გოლები იანიკ ფერეირა-კარასკომ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს. თუ ანდალუსიელებმა სეზონში პირველი მარცხი იგემეს, "ატლეტიკო" ჯერაც დაუმარცხებელია.

ფაქტები
  • "ატლეტიკომ" პრიმერაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
  • გაბიმ (ატლეტიკო) პრიმერაში მე-400 მატჩი ითამაშა.
  • ედუარდო ბერიცო (სევილია) პირველი 8 მატჩის შემდეგ დამარცხდა. ეს "სევილიას" თავკაცებისთვის საუკეთესო შედეგია.

ჟირონა-ბარსელონა
კატალონიურ
დერბიში, "ბარსას" მასპინძელთა ორი ავტოგოლი დაეხმარა 3 ქულის მოპოვებაში, ერთიც ლუის სუარესის ანგარიშზეა.

რობერტ ფერნანდესი ("ბარსელონას" დირექტორი): "რეალს" 7 ქულით ვუსწრებთ, ეს არასაკმარისია. პრიმერა გრძელი პირველობაა. წინ კიდევ მრავალი ტურნირია, სანაკრებო მატჩები... მოკლედ, ქულებს ყველა დაკარგავს და ჩემპიონის ვინაობასაც მხოლოდ ბოლოს შევიტყობთ".

ფაქტები
  • 2013 წლის მერე "ბარსელონამ" ზედიზედ 13 ტურში პირველად იმარჯვა.
  • ლუის სუარესი ესპანეთში 25 კლუბს შეხვდა და 24-ს გაუტანა.
  • "ბარსელონას" 20 გოლიდან 9 მესის ანგარიშზეა, 3 კი - ავტოგოლი.
  • "ბარსა" და "ჟირონა" ერთმანეთს 1949 წლის მერე პირველად შეხვდნენ. მაშინ "ბარსამ" კოპაზე 9:0 იმარჯვა.

ალავესი-რეალი
ლუის სუბელდიას ნაცვლად "ალავესში" იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი დაინიშნა, რომელიც ყველას ალბანეთის ნაკრებიდან გვახსოვს, თუმცა "რეალთან" ბასკურ კლუბს ვერც მან უშველა - აუტსაიდერი 1:2 დამარცხდა, ამის მიზეზი კი დანი სებალიოსია, რომელმაც "სამეფო კლუბში" დუბლი მიითვალა. "სწორედ ასეთ დებიუტზე ვოცნებობდი სასტარტო შემადგენლობაში", - განაცხადა თამაშის შემდეგ სებალიოსმა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "კმაყოფილი ვარ, რადგან მიზანს მივაღწიეთ. არავის გამოვყოფ, ყველამ კარგად ითამაშა. ყოველ სამ დღეში ერთხელ გამარჯვებებს დიდი ენერგიები მიაქვს. სებალიოსი მაღალ დონეზე სათამაშოდ უკვე მზად არის. დანის უყვარს სხვებისგან სწავლა.

რონალდო? როცა მას გოლი ვერ გააქვს, ეგრევე ამ კითხვას მისვამთ, მაგრამ რონალდო ყოველთვის მშვიდადაა. მას გოლის გატანა მუდამ სურს, დღეს კი ამის შანსებიც ჰქონდა".

ფაქტები
  • "რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი მოხსნა - ზედიზედ 33 საგარეო მატჩში (პრიმერაში) შეძლო გატანა.
  • "რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 12 საგარეი მატჩში (პრიმერაში) იმარჯვა.
  • კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში 18-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარში ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
  • რონალდომ მესამედ მოახერხა კარიერაში ერთ მატჩში ორჯერ ძელისთვის ბურთის გარტყმა.
  • "ალავესმა" პირველი გოლის გასატანად 490 წუთი იცადა ამ სეზონში.
  • დანი სებალიოსმა პირველ მატჩში (სასტარტო შემადგენლობაში) "ბეტისის" მაისურით დუბლი შეასრულა და მან იგივე გაიმეორა "რეალშიც".

სხვა ფაქტები
  • პიონე სისტო (სელტა) ბოლო 5 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ ტაიმში სამი საგოლე პასი მიითვალა. ბოლოს ტაიმში სამი საგოლე პასი სესკ ფაბრეგასმა (ბარსელონა) მიითვალა.
  • "მალაგამ" სეზონში პირველი ქულა მას მერე მოიპოვა, რაც 1:3 მარცხდებოდა და მოედანზე 10 კაცით დარჩა.
  • "რეალ სოსიედადმა" ზედიზედ სამ ტურში წააგო, 2012 წლის მერე კლუბის უცუდესი სერიაა.
  • კარლოს სოლერის (ვალენსია) ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასია ამ სეზონში - 4.
  • "ხეტაფემ" პრიმერაში 4-გოლიანი სხვაობით 2015 წლის მერე პირველად მოიგო.
  • ანხელ როდრიგესმა (ხეტაფე) ზედიზედ ორ ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.
  • ჟერარდ მორენომ "ესპანიოლის" მაისურით 22 გოლი გაიტანა. რაც ის "ესპანიოლშია", ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

ატლეტიკო-სევილია 2:0
გოლები: 1:0 ფერეირა-კარასკო (46), 2:0 გრიზმანი (69)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (81. გამეირო) - ვიეტო (57. ა. კორეა), გრიზმანი (72. თომასი)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო (77. კრონ-დელი), კარისო, ლონგლე, კაროლე - ბანეგა, ნ'ზონზი, ფ. ვასკესი - ხესუს ნავასი, მურიელი (68. ბენ იედერი), სარაბია (58. ხ. კორეა)


ალავესი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 სებალიოსი (10), 1:1 მ. გარსია (40), 1:2 სებალიოსი (43)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - სებალიოსი (72. მ. ლორენტე), კაზემირო, ისკო (90. მაიორალი) - ლ. ვასკესი, რონალდო, ასენსიო


მალაგა-ბილბაო 3:3
გოლები: 0:1 ადურისი (4-პენ), 1:1 როლანი (35), 1:2 ვილიამსი (51), 1:3 ვილიამსი (70), 2:3 ბაისე (81), 3:3 როლანი (84)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - ვესგა, სან ხოსე (88. აკეჩე) - ვილიამსი, მუნიაინი, კორდობა (70. სუსაეტა) - ადურისი (75. რაულ გარსია)
გაძევება: კუზმანოვიჩი (52. მალაგა)


ჟირონა-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ადაი (17 ს.კ.), 0:2 ირაისოსი (48 ს.კ.), 0:3 ლ. სუარესი (69)
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა - პაულინიო (67. ბუსკეტსი), რაკიტიჩი - ა. ვიდალი (81. ანდრე გომეში), მესი, ინიესტა (80. დ. სუარესი) - ლ. სუარესი


ესპანიოლი-დეპორტივო 4:1
გოლები: 1:0 ლეო ბაპტიშტაო (5), 2:0 არიბასი (22 ს.კ.), 2:1 ბორხესი (53), 3:1 მორენო (72-პენ), 4:2 მორენო (90)


ხეტაფე-ვილიარეალი 4:0
გოლები: 1:0 ა. როდრიგესი (54), 2:0 მოლინა (64), 3:0 ბერგარა (67), 4:0 ა. როდრიგესი (92)


ლას პალმასი-ლეგანესი 0:2
გოლები: 0:1 ბოვიე (47), 0:2 ერასო (96)


ეიბარი-სელტა 0:4
გოლები: 0:1 გაბრიელი (17), 0:2 სისტო (23), 0:3 პ. ერნანდესი (39), 0:4 ვასი (72)


სოსიედადი-ვალენსია 2:3
გოლები: 0:1 როდრიგო (26), 1:1 ელუსტონდო (33), 1:2 ვიდალი (55), 2:2 ოიარზაბალი (59), 2:3 ძაძა (85)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ელუსტონდო, ზუბელდია, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (82. პარდო), ილიარამენდი, ზურუტუზა - ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე (72. კანალესი), ხუანმი (46. იანუზაი)
ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ნ. ვიდალი, გარაი, გაბრიელი, გაია (75. ლატორე) - სოლერი (75. ა. პერეირა), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (75. მინა), ძაძა
გაძევება: ზუბელდია (68), კონდოგბია (79)


ორშაბათი, 25 სექტემბერი
ბეტისი-ლევანტე 23:00

ბომბარდირები: 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 5 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 4 - მაქსი გომესი (სელტა).

მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
სელტა-ჟირონა;

30 სექტემბერი:
დეპორტივო-ხეტაფე, სევილია-მალაგა, ლევანტე-ალავესი, ლეგანესი-ატლეტიკო;

1 ოქტომბერი:
რეალ სოსიედადი-ბეტისი, ბარსელონა-ლას პალმასი, ვალენსია-ბილბაო, ვილიარეალი-ეიბარი, რეალი-ესპანიოლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სებალიოსის ადგილზე,ყოველი ტურის შემდეგ კლუბს გამოვიცვლიდი.
სოსო
12:19 27-09-2017
0

სიახლეები პოპულარული