მესი თამაშისას მეტოქე გუნდის მცველს გაესაუბრა

AutoSharing Option
საერთოდ, არ უყვარს "ბარსელონას" თავდამსხმელს ლეო მესის ბევრი ლაპარაკი, კატალონიური დერბისას კი თურმე "ჟირონას" 20 წლის მცველს პაბლო მოფეოს გაესაუბრა.

აი, რა თქვა პაბლომ:" ორი კითხვა დამისვა: გადავდივარ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" და რამდენი წლის ვარ. ძალიან უშუალო ადამიანია. მწვრთნელმა ლიონელის მეურვეობა დამავალა, ბურთისთვის კი არა მისთვის უნდა მედევნებინა თვალი. ფსიქოლოგიურად გამიჭირდა.ისიც მითხრა, სულ რატომ დამზდევო, რაზეც ვუპასუხე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და სხვა რა გზა მაქვს - მეთქი.

ჩემმა მეგობარმა მთხოვა ანდრე ტერ შტეგენისტვის მაისურა გამეცვალა და მისთვის მიმეცა.
ასეც მოვიქეცი. მესი მესია, მაგრამ მეგობრობა ჩემთვის უმთავრესია. ნდობისათვის მწვრთნელის მადლობელი ვარ".

ცნობისათვის, მოფეო "ჟირონაში" "ქალაქელებს" ყავთ იჯარით გაშვებული და ეს ორივე კლუბი City Football Group-ის საკუთრებაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული