კარიმ ბენზემა ავტოავარიაში მოხვდა

AutoSharing Option
AS-ი იტყობინება, რომ 22 სექტემბერს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ავტომაგისტრალზე ავტოავარიაში მოხვდა.

ის თავისი Audi RS6-ით Nissan Note-ს შეეჯახა და სერიოზულად არავინ არ დაშავებულა. არც ერთი მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში არ ყოფილა.

ადრე ბენზემა რამოდენიმეჯერ მოხვდა ავტოავარიაში, დაჯარიმებულია მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვისა და მართვის მოწმობის არქონის გამო.