მესის კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ კარიერაში სეზონის საუკეთესო სტარტი აჩვენა.

2017-18 წლების სეზონის სტარტიდან დღემდე, არგენტინელ ფორვარდს 8 ოფიციალურ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო, თუ სათვალავში მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატს ავიღებთ, მესის პირველ ხუთ ტურში ცხრა გოლი დაუგროვდა: ორი გოლი მან "ალავესს" გაუტანა, სამი - "ესპანიოლს", ოთხი - "ეიბარს".

აქამდე არგენტინელისთვის საუკეთესო იყო 2011-12 წლების სეზონი, როცა ლა ლიგის პირველ ხუთ ტურში რვა გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული