ოფიციალურად: დიეგო კოშტა "ატლეტიკოში" ბრუნდება

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ლონდონის "ჩელსიმ" და მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათ დიეგო კოშტას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

ოფიციალურ დონეზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ კლუბები შეთანხმდნენ და კოშტა, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, მადრიდში უახლოეს დღეებში  ჩავა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი 65 მილიონი ევრო დაჯდება.

დიეგო კოშტა მადრიდის "ატლეტიკოში" 2010-14 წლებში თამაშობდა. "როხიბლანკოს" მაისურით მან 135 თამაში ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა. კოშტა მადრიდულ გუნდში თამაშს 2018 წლის იანვრიდან დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული