"რეალის" მწვრთნელი და ფეხბურთელები უიღბლობაზე ჩივიან

AutoSharing Option
პრიმერაზე სევილიას "ბეტისთან" 0:1-ზე დამარცხების შემდეგ, ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა და ფეხბურთელებმა სერხიო რამოსმა და ისკომ გააკეთეს კომენტარები.

ზინედინ ზიდანი:"უბრალოდ, ბურთს არ უნდოდა მეტოქის კარში შესვლა. ასეთი ფეხბურთში ხდება ხოლმე. არც მთლად ცუდი მატჩი ჩაგვიტარებია და არც მთლად კარგი. მიყვარს სიტყვა "სიმშვიდე". უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სახლში სამივე შეხვედრა წარუმატებლად დავასრულეთ. არ გვეგონა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, თუმცა ამას ვერაფერს ვეღარ ვუშველით. მომავალ ტურებში მდგომარეობის გამოსწორება გვმართებს".

სერხიო რამოსი
:"თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ საუცხოოდ თამაში არ გამოგვივიდა. შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ეს
ჯერ დასასრული როდია. "ბარსელონასთან" 7-ქულიანი ჩამორჩენა ბევრი არაა. არ ვიცი, "სანტიაგო ბერნაბეუზე რატომ გვიჭირს გოლის გატანა. არადა, მომენტები შევქმენით. სამი გოლი რომ გაგვეტანა, მსაჯებზე საუბარი არ მოგვიწევდა".

ისკო
:"თუ სახლში დებიუტში გოლი ვერ გაგვაქვს, მერე ნერვულად ვთამაშობთ. დღეს დაუმსახურებლად გავუშვით მატჩის ბოლოს გოლი. კიდევ კარგი "ბარსელონას" 7 ქულით ახლა ჩამოვრჩით, რადგან სიტუაციის გამოსასწორებლად დრო გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის პანები გუსჰინ ამ დროს იზახდნენ მგელი ბრუნდებაო, პენალდო გუსჰინ მგელი კი არა წიტელქუდაც კი არ იყო.d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
17:33 21-09-2017
1

სიახლეები პოპულარული