ლა ლიგა. V ტური: რონალდოს წარუმატებელი დაბრუნება და შეწყვეტილი სერიები "ბერნაბეუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
2016 წლის 26 აპრილის შემდეგ, ანუ ბოლო 512 დღის განმავლობაში პირველად, მადრიდის "რეალმა" გოლის გატანა ვერ მოახერხა. გუნდმა, რომლის შეტევასაც ზედიზედ 73 თამაში ვერაფერს უხერხებდნენ, "ბეტისი" ვერ გატეხა და გამარჯვებას ვინ ჩივის, სულაც უქულოდ დარჩა.

3 დღის წინ, "სოსიედადთან" მოგებულ შეხვედრაში, "რეალმა" პელეს ლეგენდარული "სანტოსის" რეკორდი გაიმეორა, გაიტანა რა გოლი ზედიზედ 73 შეხვედრაში, თუმცა "სამეფო კლუბმა" ამ რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოახერხა.

ზინედინ ზიდანის გუნდი, რომელსაც დისკვალიფიკაციამოხდილი კრიშტიანო რონალდო დაუბრუნდა, "ბეტისთან" მატჩში დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მადრიდელებმა, შეხვედრის მიწურულს, შტურმის
მოწყობა ვერ მოახერხეს და მეტოქეს სივრცეები თავად დაუტოვეს, რითიც ტონი სანაბრიამ ისარგებლა და მე-4 დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეს არის პირველი შემთხვევა 2011 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც "რეალმა" ლა ლიგის ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა ვერ მოიგო, ხოლო 1969 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ 3 ფრე ითამაშეს. შედეგად, "რეალი" ცხრილის სათავეში მყოფ უდანაკარგო "ბარსელონას" უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში პირველად, ზედიზედ 2 თამაში მოიგო მეორე მადრიდულმა გუნდმა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" შინ 3 ქულით ბილბაოდან დაბრუნდა.

პიველად მოიგო "დეპორტივომ". ლა კორუნიელემა "ალავესს" სძლიეს, რომელიც ჯერ კიდევ უქულოა.

ბილბაო-ატლეტიკო 1:2
გოლები
: 0:1 კორეა 55, 0:2 კარასკო 73, 1:2 გარსია 90+2


ლეგანიესი-ჟირონა 0:0

დეპორტივო-ალავესი 1:0
გოლი
: 1:0 ლუიზინიო 45+1

რეალი-ბეტისი 0:1
რეალი
: ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო (ლუკასი 72), მოდრიჩი (ბორხა 72), კაზემირო, კროოსი, ისკო (ასენსიო 67), რონალდო, ბეილი
გოლი: 0:1 სანაბრია 90+4


სევილია-ლას პალმასი 1:0
გოლი
: 1:0 ნავასი 83
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონას მე-5 ტურის ვიდეო სადაა, თქვე მადრიდისტებო..
ხოსე
10:32 22-09-2017
0
ბეტისმა დიდებულად ითამაშა,რეალს კი ძალიან დაეტყო მარსელოს ტრავმა.
სოსო
08:55 21-09-2017
0

სიახლეები პოპულარული