პაულინიო მესისთან ერთად თამაშით ბედნიერია

AutoSharing Option
ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ "ბარსელონას" გულშემატკივრები ნახევარმცველ პაულინიოს შეძენას, მაგრამ "ხეტაფესთან" შეცვლაზე შესულმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო "ეიბართან" მატჩში უკვე სასტარტოში ვიხილეთ და გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ბრაზილიელმა "მარკას" განუცხადა, რომ მადლობელია თბილი მიღებისთვის, რაც ადაპტაციას უადვილებს, მადლობის გადახდის ერთადერთი საშუალება კი გუნდის ჯეროვნად დახმარებაა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ლეო მესისთან ერთად თამაში ნამდვილი ბედნიერებაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული